ნიდერლანდები

ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პოპულისტური პარტია იგებს

Carl Court/Getty Images

ნიდერლანდებში 22 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ამჟამად დათვლილია ხმების უდიდესი ნაწილი. შედეგების მიხედვით, არჩევნებში გამარჯვებულია ულტრამემარჯვენე პოპულისტური პარტია ხეერტ ვილდერსის ლიდერობით. 

ხეერტ ვილდერსის თავისუფლების პარტიამ 150 მანდატიდან 37 მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა მწვანეთა პარტიის და ლეიბორისტული პარტიის ბლოკი 25 მანდატით. მესამე ადგილზეა პრემიერმინისტრ მარკ რუტეს კონსერვატიული პარტია - ხალხის პარტია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის 24 ადგილით. 

ხეერტ ვილდერსის პარტია ევროსკეპტიკურია და მისი დაპირებებიდან რამდენიმეა ნიდერლანდებში იმიგრაციის აკრძალვა, ევროკავშირში ნიდერლანდების საწევრო გადასახადის შემცირება და ევროკავშირში ნებისმიერი ახალი წევრის მიღების დაბლოკვა. 

23 ნოემბერს ხეერტ ვილდერსმა თქვა, რომ მისი გუნდი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას შეძლებს. 

კომენტარები