სომხეთი-აზერბაიჯანი

აზერბაიჯანი და სომხეთი საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე შეხვდებიან

Pravda.uk

აზერბაიჯანი და სომხეთი სახელმწიფო საზღვრის დემილიტარიზაციის საკითხზე შეხვედრას გეგმავენ. ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს:

"მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, 30 ნოემბერს, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების სასაზღვრო რეგიონში გაიმართება მეხუთე, დელიმიტაციის კომისიის სხდომა". 

ცოტა ხნით ადრე იგივე საკითხზე შეხვედრაზე მზაობა გამოთქვა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ანი ბადალიანმა.

21 ნოემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც სომხეთთან რეგიონალური მშვიდობის საკითხებზე შეხვედრის სურვილი გამოთქვა.

კომენტარები