სომხეთი-აზერბაიჯანი

ფაშინიანი: აზერბაიჯანი სომხეთზე თავდასხმისთვის ემზადება

ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანი სომხეთზე თავდასხმისთვის ემზადება. ამის შესახებ ფაშინიანმა France 24-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ფაშინიანის თქმით, განცხადებები "დასავლეთ აზერბაიჯანის" შესახებ ნიშნავს იმას, რომ ოფიციალური ბაქო სომხეთის ტერიტორიის დიდ ნაწილს აზერბაიჯანულად მიიჩნევს. 

სომხეთის პრემიერის შეფასებით, აზერბაიჯანი პრაქტიკულად არ ცნობს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას და მისი საზღვრების ხელშეუხებლობას, დიპლომატიურ დონეზე კი ირწმუნება, რომ მას თავდასხმის განზრახვა არ აქვს.

"ჩვენი ამოცანაა, სამშვიდობო შეთანხმებაში გამოვხატოთ სამი პრინციპი, რომელიც გამოცხადდა და გამოქვეყნდა საერთაშორისო პლატფორმებზე მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში. ამ პრობლემებისა და ოფიციალური ბაქოს განცხადებების გაანალიზებით, მივდივართ დასკვნამდე, რომ, დიახ, სომხეთზე თავდასხმა ძალიან სავარაუდოა". - თქვა ფაშინიანმა.

კომენტარები