სომხეთი-აზერბაიჯანი

სომხეთი და აზერბაიჯანი ტყვეების გაცვლასა და რეგიონში მშვიდობის დამყარებაზე შეთანხმდნენ

Pravda.uk

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფისმა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრის აპარატმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვითაც, ისინი ტყვეების გაცვლასა და ურთიერთობების ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ. განცხადების მიხედვით, ქვეყნები იზიარებენ აზრს, რომ რეგიონში მშვიდობის დამყარების ისტორიული შესაძლებლობა მიეცათ.

"ჰუმანიზმის პრინციპების ხელმძღვანელობით და კეთილი ნების გამოხატულების სახით, აზერბაიჯანის რესპუბლიკა 32 სომეხ სამხედრო პირს გაათავისუფლებს. თავის მხრივ, სომხრეთის რესპუბლიკა, ჰუმანიზმის პრინციპების ხელმძღვანელობით და კეთილი ნების სახით, 2 აზერბაიჯენლ სამხედრო პირს ათავისუფლებს" - ნათქვამია განცხადებაში.

მოლაპარაკებების შედეგად აზერბაიჯანი და სომხეთი ქვეყნებს შორის ნდობის გამყარებისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმაზე შეთანხმდნენ.

"ორივე ქვეყანა კვლავ ადასტურებს თავის მიზანს, ტერიტორიული ერთიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების პატივისცემის საფუძველზე ურთიერთობების ნორმალიზებასა და მშვიდობიან შეთანხმებას მიაღწიოს". – წერია განცხადებაში.

19 სექტემბერს აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ერთდღიანი საბრძოლო მოქმედებების შემდეგ სეპარატისტებმა კაპიტულაცია გამოაცხადეს. სომხეთი საბრძოლო მოქმედებებში არ ჩართულა. 28 სექტემბერს თვითგამოცხადებული არცახის, იგივე მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა, სამველ შაჰრამანიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც 2024 წლის 1-ელი იანვრიდან სეპარატისტული რეჟიმი არსებობას შეწყვეტს. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღზე ფაქტობრივად სრული კონტროლი დაამყარა, ადგილობრივმა მოსახლეობამ რეგიონის დატოვება დაიწყო. ყარაბაღიდან სომხეთში ათიათასობით ლტოლვილი ჩავიდა.

21 ნოემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც სომხეთთან რეგიონალური მშვიდობის საკითხებზე შეხვედრის სურვილი გამოთქვა. 30 ნოემბერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის შესახებ შეხვედრა გაიმართა.

4 დეკემბერს, 14:35 საათზე აზერბაიჯანმა სომხეთის პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად სასიკვდილოდ დაიჭრა სომხეთის სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

კომენტარები