საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილის ამბობს, რომ ქვეყანაში დასაქმებულთა რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და საქსტატის მონაცემებით, 1 366 000 ადამიანს შეადგენს.
"რაც შეეხება ეკონომოკურ აქტივობას და დასაქმების საკითხებს, წელს ყველა კვარტალში გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა. მესამე კვარტალშიც, მეორეშიც, პირველშიც მნიშვნელოვანი ზრდა გვქონდა. რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია დასაქმებულთა რიცხვმა ქვეყანაში - 1 366 000, ეს ოფიციალურად რაც არის, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია" - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში საქართველოში დასაქმების მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მხოლოდ 0.1%-ით, 45.2%-იდან 45.3%-მდე გაიზარდა.
საქსტატის ცნობით, დასაქმების მაჩვენებელი მზარდია 2023 წლის კვარტლური მონაცემებით, I კვარტალში ეს მონაცემი 42.6% იყო, II კვარტალში - 44.3%, ხოლო III კვარტალში - 45.3%.