ვლადიმირ პუტინი

პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების რიგები 170 000 ადამიანით გაზარდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ესწრებიან საზღვაო ძალების აღლუმს სანქტ-პეტერბურგში, რუსეთი, 2022 წლის 31 ივლისი
Sputnik/Alexei Danichev/Pool via REUTERS

ვალდიმირ პუტინმა რუსეთის შეირაღებული ძალების საშტატო რაოდენობა 170 000 ადამიანით გაზარდა.

პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, რუსეთის არმიის რიგები 2 209 130 ადამიანამდე გაიზარდა, აქედან 1 320 000 სამხედრო მოსამსახურეა. აქამდე ჯარის საშტატო რაოდენობა 2 039 758 ადამიანს შეადგენდა.

"რუსეთის შეიარაღებული ძალების საშტატო რაოდენობის ზრდა ჯარში კონტრაქტით მსახურობის მსურველთა დიდი რაოდენობით არის გამოწვეული. ზრდა ასევე უკავშირდება სპეციალურ სამხედრო ოპერაციას და NATO-გან წამოსული საფრთხეებს". – ამბობს რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ. 

თავადაცვის სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ სამხედრო სამსახურში გაწვევისა ზრდა და საყოველთაო მობილიზაცია არ იგეგმება.

კომენტარები