საზოგადოებრივი მაუწყებელი

მაღლაფერიძე: აქამდე არცერთი გადაცემა მოსწონდათ, ახლა აღმოჩნდა, ყველა მოსწონთ

ფინანსური და ტექნიკური მიზეზების გამო გარკვეული გადაცემები იხურება, გარკვეულ გადაცემებში შედის შესწორებები და ა. შ. განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც სამეურვეო საბჭომ დაამტკიცა ახალი ბიუჯეტი. [...]პოლიტიკურ პოზიციას აფიქსირებდა ეს სტუდია, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთიკის კოდექსი თანამშრომლებს ამისგან თავის შეკავებას მოუწოდებს.

იყო გარკვეული სპეკულაციები, რომელიც თანმდევი პროცესია, როგორც ყოველთვის. ახლა აღმოჩნდა, რომ მანამდე არცერთი გადაცემა არ მოსწონდათ, ახლა აღმოჩნდა თურმე ყველა გადაცემა მოსწონთ. 

თქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძემ არხზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით TV პირველთან სატელეფონო ინტერვიუში.

გასულ დღეს საზოაგდოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაუწყებლის დაფინანსების წესისა და 2024 წლიდან შენობის ცვლილების შედეგად, იზრდება ორგანიზაციის კაპიტალური ხარჯები, რამაც გამოიწვია დაგეგმილი პროგრამირების შეცვლა.

კომენტარები