ცოლზე ძალადობა

ბოლნისში ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს პირი, რომელმაც ცოლს თავი გადაპარსა

shutterstock

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კაცი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ქმარმა ცოლს ეჭვიანობის ნიადაგზე თავი გადაპარსა.

ამასთან, ქმარმა ცოლის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ამსახველი ვიდეო გადაიღო და თანასოფლელებს შორის გაავრცელა. 

როგორც ტაბულას შსს-ში ეუბნებიან, უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.  

კომენტარები