ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყანა დემოკრატიზაციის განვითარების კუთხით მსოფლიო ათეულშია

მოგეხსნებათ კარგად, და მე არ მინდა დეტალები გავიხსენო, თუ რა ვითარება იყო 11 წლის წინ, მაშინ, გახსოვთ კარგად, რომ არ იდგმებოდა ქმედითი ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე, არამედ პირიქით, ყოველ წელს, ყოველ თვეს და ყოველდღე საქართველო შორდებოდა ევროპას - ეს იყო რეალობა.

საქართველო 2012 წლამდე შორდებოდა ევროპას და ყალიბდებოდა, როგორც ავტორიტარული, დიქტატორული რეჟიმი. აი, ეს რეალობა დახვდა ქართულ ოცნებას და ბატონ ბიძინა ივანიშვილს და სულ რაღაც 11 წელში, დღეს ჩვენი ქვეყანა დემოკრატიზაციის განვითარების კუთრით მსოფლიო ათეულშია და დღეს 11 წლის თავზე ჩვენი ქვეყანა არის ევროკავშირის კანდიდატი წევრი სახელმწიფო.

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციაზე.

კომენტარები