ხელოვნური ინტელექტი

ინგლისში მოსამართლეებმა სამართლებრივი დასკვნის წერაში AI-ს დახმარების ნებართვა მიიღეს

AP Photo/Frank Augstein, File

ინგლისის სამართლებრივ სისტემაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის მხრივ ნაბიჯები გადადგეს და მოსამართლეებს გადაწყვეტილების გამოტანაში მისი გამოყენების ნებართვა მისცეს.

დეკემბერში გაერთიანებული სამეფოს სასამართლოებისა და ტრიბუნალების სასამართლო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სამართლებრივი დასკვნის წერაში ხელოვნური ინტელექტის დახმარება შეიძლება, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ მოკვლევისა და სამართლებრივი ანალიზის პროცესში მისი გამოყენება დაუშვებელია, ვინაიდან ხანდახან AI მომხმარებელს არაზუსტ და მიკერძოებულ ინფორმაციას აწვდის.

"არ არის საჭირო, მოსამართლეებმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისგან თავი შორს დაიჭირონ", თქვა ინგლისისა და უელსის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ ჯოფრი ვოსმა, "მაგრამ უნდა უზრუნველყონ, რომ კონფიდენციალურობას დაიცავენ და ყველაფერზე, რასაც შექმნიან, სრულ პასუხისმგებლობას აიღებენ".

კომენტარები