ინგლისი

ინგლისში 6 ფეხით დაბადებულ სპანიელს ოპერაცია ჩაუტარდა

6 ფეხით დაბადებული სპანიელი სახელად არიელი, ინგლისში, ბრისტოლში ჩატარებული ოპერაციის წინ, 2024 წლის 17 იანვარი
Vicki Black via AP

ინგლისში ექვსი ფეხით დაბადებულ სპანიელს, რომელიც სუპერმარკეტის ავტოსადგომზე იპოვეს, ოპერაცია ჩაუტარდა. ქირურგიული ჩარევის დროს ძაღლს ზედმეტი კიდურები მოაშორეს.

შავი ფერის დედალ სპანიელს, რომელსაც პატარა ქალთევზას მთავარი პერსონაჟის, არიელის სახელი დაარქვეს, 2 დამატებითი კიდური სხეულის უკანა ნაწილიდან, კუდის გვერდით ჰქონდა გამოზრდილი.

ძაღლი, რომელსაც სხეულზე მრავალი სხვა თანდაყოლილი დეფექტიც აღენიშნებოდა, სექტემბერში იპოვეს. ის Greenacres Rescue-მ შეიფარა და მისთვის ოპერაციისთვის საჭირო თანხაც შეაგროვა.

ლენგფორდ ვესტის პატარა ცხოველებისთვის განკუთვნილ რეფერალურ საავადმყოფოში, რომელიც ბრისტოლის უნივერსიტეტის ნაწილია, ამბობენ, რომ 6-ფეხიანი ძაღლი აქამდე არასდროს უნახავთ და მსგავსი ოპერაციაც არასდროს ჩაუტარებიათ.

ოპერაციის შემდეგ არიელი თავს კარგად გრძნობს. 20 იანვარს ის კლინიკიდანაც გაწერეს.

არიელი ოპერაციის შემდეგ
Vicki Black via AP

კომენტარები