საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

დუშეთში მაშველებმა თოვლში ჩარჩენილი 90-მდე ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ როშკასთან თოვლში ჩარჩენილი მანქანებიდან 90-მდე ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს. 30-მდე ავტოსატრანსპორტო საშუალება უხვნი ნალექის გამო გზას ვეღარ აგრძელებდა.

"ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და დაიწყეს სამაშველო ოპერაცია. მეხანძრე-მაშველების მიერ, ყველა შესაბამისი სპეც-ტექნიკის მობილიზების შედეგად, თოვლში ჩარჩენილი ყველა მოქალაქის უვნებლად, უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა მოხერხდა". - ვკითხულობთ განცხადებაში.

უწყების დაზუსტებით, ამ დროისთვის, თოვლიდან გამოყვანილთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

კომენტარები