ირაკლი ჩიქოვანი

ჩიქოვანი ზურაბიშვილზე: ელექტორალური რესურსი არ აქვს, თუმცა შეუძლია დესტრუქციული იყოს

მგონია, რომ ქალბატონ სალომეს უკვე აქვს მიღებული ინსტრუქცია, რომ იყოს სრულად დესტრუქციული ნებისმიერი პროცესისა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უნდა წარიმართოს 2024 წლის განმავლობაში. მას ელექტორალური სიძლიერე არ აქვს - ეს ფაქტი ფაქტად რჩება, რადგან დღეს ის პრეზიდენტია მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ და ქართული ოცნების მხარდამჭერებმა მისცეს მას ამის საშუალება. მას თავისი ინდივიდუალური ელექტორალური რესურსი არ გააჩნია, თუმცა იმ ფორმალური პოზიციიდანაც კი, რომელიც მას უჭირავს, აქვს საშუალება, მოახდინოს პროცესების დისკრედიტაცია და იყოს ხელის შემშლელი ფაქტორი. ამას უკვე ვხედავთ - ის პირდაპირ მიუთითებს და მისთვის სამიზნეა საარჩევნო პროცესი და საარჩევნო ადმინისტრაცია, ისევე როგორც ოპოზიციისთვის და ამ ოპოზიციასთან და ნაცმოძრაობასთან ასოცირებული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.

პასუხობს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი ტვ იმედის ჟურნალისტების შეკითხვას, შეიძლება თუ არა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ლიდერი იყოს.

კომენტარები