კომენტარის გაკეთებაც კი არ შეიძლება იმ განცხადებაზე, რაც სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა საპატრიარქოსთან დაკავშირებით. უბრალოდ გამაოგნებელია ასეთი განცხადებები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საკუთარ იმიჯს აზიანებს ასეთი განცხადებებით. არ მინდა მეტი კომენტარის გაკეთება.
საქართველოს საპატრიარქო
კობახიძე პრეზიდენტზე: გამაოგნებელია, რაც მან გააკეთა საპატრიარქოსთან დაკავშირებით
tbl.ge/6pnr
დაკოპირდა
თქვა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ Chatham House-ის საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილის კომენტართან დაკავშირებით. ზურაბიშვილის თქმით, "დღეს სუსტია პატრიარქი, რომელიც ეკლესიის გეზს ძალიან მტკიცედ ინარჩუნებდა. ვფიქრობ, მართლმადიდებელი ეკლესია, ისევე, როგორც სხვა მართლმადიდებელ ქვეყნებში, ხელისუფლებასთან ძალიან ახლოსაა და, ვიტყოდი, რომ აქცენტების ცვლილების მიყოლა ახასიათებს".
ამავე თემაზე
- ჯაფარიძე ეკლესიის დაფინანსების ზრდაზე: მთავრობა საპატრიარქოსგან ხმებს ყიდულობს
- ხაბეიშვილი ეკლესიის დაფინანსების ზრდაზე: მნიშვნელოვანია, ჩვენს ეკლესიას მხარი დავუჭიროთ
- ჭითანავა: საპატრიარქო სახელმწიფო დაფინანსებას ინდოქტრინაციისთვის იყენებს
- ბოკერია საპატრიარქოზე: მშობლები ვაუჩერებით უნდა წყვეტდნენ, რომელ სკოლაში უნდათ წასვლა
- საქართველოს მთავრობამ მართლმადიდებელ ეკლესიას მიწის ოთხი ნაკვეთი ერთ ლარად გადასცა