კახა ოქრიაშვილი

ოქრიაშვილი: აზარაშვილის გადაყენება არასაკმარისია, ვითხოვთ მისი დანაშაულების გამოძიებას

ზურაბ აზარაშვილი გადააყენეს. მიმაჩნია, რომ მისი გადაყენება არასაკმარისი ქმედებაა იმის საპასუხოდ, როგორც მან აშენებული, ყველაზე განვითარებული სოციალურ-ეკონომიკური სექტორი მიიყვანა ჩამოშლის, გაკოტრების და განადგურების პირას!

აზარაშვილმა ჯანდაცვის სამინისტრო ერთგვარ გესტაფოდ, სადამსჯელო ორგანოდ გადააქცია, რომელიც მისი მინისტრობის პერიოდში, ცინიკურად ანგრევდა მართლაც ყველაზე განვითარებულ დარგს საქართველოში.

არამხოლოდ მე, არამედ მთელი ჯანდაცვა ვითხოვთ მისი დანაშაულებრივი ქმედებების სიღრმისეულ გამოძიებას. იმედი მაქვს, ჯანდაცვის მომდევნო მინისტრი სექტორის კიდევ უფრო უკეთ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. ჩვენს დარგში გასაკეთებელი არასდროს მთავრდება!

დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის მინისტრის გადადგომაზე.

კომენტარები