ზურაბ დათუნაშვილი

დათუნაშვილი: მივიღე გადაწყვეტილება, ჩავერთო პოლიტიკაში, ახალ, საუკეთესო გუნდთან ერთად

მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩავერთო პოლიტიკაში. არა იმიტომ, რომ სპორტსმენი ვიყავი, ვიღაცისთვის შეიძლება წარმატებული, ვიღაცისთვის შეიძლება წარუმატებელი. პოლიტიკაში ვერთვები იმიტომ, რომ მაქვს ჩემი ღირებულებები, ჩემი შეხედულებები და ამაზე საუბარი შემიძლია ყველასთან და ყველგან. 

პოლიტიკაში ვერთვები ახალ, ვიმეორებ, ახალ, საუკეთესო გუნდთან ერთად და ჩვენს ოპონენტებს თავიდანვე მინდა ვუთხრა, უფრო სწორად ჩვენი ოპონენტების საბჭოთა ტვინებს, რომ მეგობრებო დაგენ*რათ, კაი გაგებით, ნუ გაბრაზდებით. დაგენ*რათ იმიტომ, რომ გულწრფელები ვართ, რეალურად გვინდა, რომ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ქვეყანა იყოს თავისუფალი, ბედნიერი, კრიტიკულად მოაზროვნე ევროპული სახელმწიფო.

ამბობს ყოფილი სპორტსმენი, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ვიდეომიმართვაში.

ის, სავარაუდოდ, გვარამიას პარტიას შეუერთდება. ნიკა გვარამიამ 13 თებერვალს გამოაქვეყნა ფოტო სახელით "კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩემპიონო". 

კომენტარები