ჰააგის სასამართლო

ჰააგის სასამართლომ ორი რუსი სამხედრო მეთაურის დაპატიმრების ორდერი გასცა

ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ორი რუსი სამხედრო მეთაურის, სერგეი კობილაშის და ვიკტორ სოკოლოვის დაპატიმრების ორდერები გამოსცა. სამხედრო მეთაურების ჰააგის სასამართლომ ომის დანაშაულებში ცნო დამნაშავედ. 

სასამართლოს 5 მარტის განცხადების მიხედვით, კობილაში და სოკოლოვი ბრალდებულები არიან უკრაინაში სარაკეტო თავდასხმებზე 2022 წელის 10 ოქტომბრიდან მინიმუმ 2023 წლის 9 მარტამდე, რის შედეგადაც უკრაინის კრიტიკული ელექტრო ინფრასტრუქტურა დაზიანდა და დიდი საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო პირებს. სასამართლომ ასევე დაასკვნა, რომ სამოქალაქო პირებზე და ინფრასტრუქტურაზე მიყენებული ზარალი ბევრად აღემატებოდა სარაკეტო იერიშებით მიღებულ სამხედრო სარგებელს. 

უკრაინის პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას 2023-24 წლის ზამთარში რუსეთის მხარის იერიშებს უკრაინის ენერგო ინფრასტრუქტურაზე. 

კომენტარები