შიდა ქართლი

შიდა ქართლის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა

მიხეილ შაყულაშვილი
საქართველოს მთავრობა

შიდა ქართლის გუბერნატორმა, მიხეილ შაყულაშვილმა თანამდებობა დატოვა - ამის შესახებ შაყულაშვილი TV პირველთან საუბრობს. მისი თქმით, გათავისუფლება თავის უშუალო ხელმძღვანელს სთხოვა და პრემიერთან არ შეუთანხმებია. 

"გუშინ ავედი და ვთხოვე, რომ იქნება გამიშვათ. ჩემს ხელმძღვანელს ვთხოვე. უშუალოდ პრემიერთან ახვიდე და უთხრა, იცი, რა, მე ხვალ მივდივარ, მასე არ ხდება. შესაბამისი დეპარტამენტია და შესაბამის დეპარტამენტთან გავიარე ეს ყველაფერი. ვკითხე, თუ იყო შესაძლებელი კერძო სექტორში გადასვლა. სიტყვიერად დამიდასტურეს ამ ეტაპზე.

დღეს მივედი, თათბირი ჩავატარე, ვუთხარი, ავუხსენი თანამშრომლებს ეს ყველაფერი, მათ შორის, მერებს. ამის შემდეგ ჩავალაგე ნივთები, მოვიტანე სახლში. ხვალ ახლა, დასვენების დღეა, 8 მარტია, თუ იქნებიან, მივალ, დავწერ განცხადებას, თუ არ იქნებიან, ორშაბათს მივალ - დავწერ. თუ საჭირო გახდება, დამიბარებენ, კიდევ ერთხელ გავივლით. ეს არის ჩვეულებრივი, მიმდინარე პროცესი, ვაკეთებ იმას, რაც მსურს" - თქვა მიხეილ შაყულაშვილმა. 

მიხეილ შაყულაშვილი შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად 2022 წელს ირაკლი ღარიბაშვილმა დანიშნა. იქამდე ის იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას საქართველოს გენერალურ პროკურატურაში. 

კომენტარები