თბილისის მერია

18-მეტრიანი ავტობუსები N314 მარშრუტზე გავიდნენ

MAN-ის მარკის ახალი ავტობუსები დღეიდან N314 მარშრუტზეც გავიდნენ. აქამდე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდა. 

თბილისის მერიის ცნობით, კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო, ასევე, შიდა და გარე ვიდეომონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით. ასევე, განთავსებულია მობილურის დასატენი წერტილები და WIFI მოწყობილობა. 

ახალი ავტობუსები N302-ისა და N308-ის მგზავრებს უკვე ემსახურებიან. 16 მარტიდან, 18-მეტრიანი ავტობუსები N301 მარშრუტზეც იმოძრავებენ. 

კომენტარები