დონალდ ტრამპი

ტრამპი არ გამორიცხავს, რომ ნავალნის სიკვდილზე პუტინია პასუხისმგებელი

დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი ჰელსინკიში, 2018 წლის 16 ივლისი.
Yuri Kadobnov / AFP

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი დონალდ ტრამპი, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სიკვდილზე ვლადიმირ პუტინის პასუხისმგებლობას არ გამორიცხავს.

მედია Fox-ში მიცემულ ინტერვიუში, კითხვაზე არის თუ არა პუტინი პასუხისმგებელი ნავალნის სიკვდილზე ტრამპმა ასე უპასუხა:

"არ ვიცი, ალბათ, უფრო სწორედ შესაძლოა, შეიძლება ითქვას, არ ვიცი. ის ახალგაზრდა კაცი იყო, სტატისტიკის მიხედვით დიდხანს უნდა ეცოცხლა, შესაბამისად (რაც მოხდა) უჩვეულოა".

იმავე ინტერვიუში რესპუბლიკელების ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ "პუტინის მიერ უკრაინის გადაყლაპვასა და კიევში იარაღის გაგზავნას შორის" არ მოუწევს არჩევანის გაკეთება.

"იმედია საქმე აქამდე არ მივა" – თქვა ტრამპმა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში რუსეთ-უკრაინის ომი საერთოდ არ მოხდებოდა.

კომენტარები