პერუ

პერუს პოლიციამ პრეზიდენტის სახლში ძვირადღირებული საათების ამოღების მიზნით ჩხრეკა ჩაატარა

Martin Mejia/AP Photo/picture alliance

პერუს პოლიციამ პერუს პრეზიდენტის, დინა ბილუარტეს სახლში რეიდი ჩაატარა, სადაც ძვირადღირებული, Rolex-ის ბრენდის საათების პოვნა და ამოღება სურდათ. პერუში კორუფციის საქმეების გამოძიება მიმდინარეობს

გამოძიება დინა ბილუარტეს წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით დაიწყო. სასამართლო ცდილობს გაარკვიოს, თუ რა ქონებას და რა ტიპის ძვირადღირებულ აქსესუარებს ფლობს პერუს პრეზიდენტი და რა გზით შეიძინა მან ისინი. პრეზიდენტ ბილუარტეს სახლში 29 მარტის ღამეს უსაფრთხოების სამსახურის უროებით და სხვა იარაღებით თანამშრომლები შეიჭრნენ. როგორც ცნობილია, დინა ბილუარტეს აღნიშნული საათები დეკლარირებული არ აქვს. 

გავრცელებული ინფორმაციით, თავად პერუს პრეზიდენტი, დინა ბილუარტე პოლიციის ჩხრეკის და რეიდის დროს სახლში არ იმყოფებოდა. პოლიციის რეიდი პერუს ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გადიოდა. 

კომენტარები