Forbes

ბერნარ არნო, ილონ მასკი, ჯეფ ბეზოსი – Forbes-მა ყველაზე მდიდარი ადამიანების სია განაახლა

ფინანსურმა გამოცემა Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სია განაახლა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც Forbes-ის სიაში 100 მილიარდ დოლარს 14 ადამიანის ქონების ღირებულება აჭარბებს.

  სიაში პირველ ადგილს Louis Vuitton Moet Hennessy (LVMH)-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ფრანგი ბიზნესმენი ბერნარ არნო იკავებს.

არნოს ქონება 2023 წელს 10%-ით გაიზარდა და დღეისთვის ის ჯამში 233 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მეორე ადგილზეა Tesla-სა და Space X-ის მფლობელი ილონ მასკი. მისი ქონება 195 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. 2021 წლის ნოემბერში მასკი პირველი ადამიანი იყო, რომლის ქონებამაც 300 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ამ დროისთვის, 14 ყველაზე მდიდარი ადამიანის სია ასე გამოიყურება:

  • ბერნარ არნო, $233 მილიარდი
  • ილონ მასკი, $195 მილიარდი
  • ჯეფ ბეზოსი, $194 მილიარდი
  • მარკ ზაკერბერგი, $177 მილიარდი
  • ლარი ელისონი, $141 მილიარდი
  • უორენ ბაფეტი, $133 მილიარდი
  • ბილ გეითსი, $128 მილიარდი
  • სტივ ბალმერი, $121 მილიარდი
  • მუკეშ ამბანი, $116 მილიარდი
  • ლარი ფეიჯი, $114 მილიარდი
  • სერგეი ბრინი, $110 მილიარდი
  • მაიკლ ბლუმბერგი, $106 მილიარდი
  • ამანჩიო ორტეგა, $103 მილიარდი
  • კარლოს სლიმ ჰელუ, $102 მილიარდი 

 

კომენტარები