ქართული ოცნება

წილოსანი ოდიშარიაზე: ბოდიშს ვიხდი ჩემი კოლეგის ნაცვლად, წარმოუდგენელი ფორმულირებაა

ძალიან სამწუხაროა და წარმოუდგენელი ფორმულირება არის. ვერაფერს ვერ ვიტყვი. ბოდიშს ვიხდი ჩემი კოლეგის ნაცვლად... ბოდიშს ვიხდი, ძალიან არასწორი ფორმა არის, უკან რომ მომყვებით, ძალიან ცუდად ჩანს და თქვენს ოპერატორთან უხერხული არის...

რეაგირების მექანიზმები ყველა დეპუტატს შეუძლია, თავისით გამოიყენოს, ამიტომ, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, რომ გამოიყენონ. კიდევ ერთხელ ძალიან ვწუხვარ ამ ძალიან უხამსი კომენტარის გამო.

ამბობს მთავარ არხთან პარლამენტის ვიცესპიკერი და ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე ნინო წილოსანი დეპუტატ ბექა ოდიშარიას მიერ პარლამენტში, ქალების მიმართ წარმოთქმულ უხამს და შეურაცხმყოფელ ფრაზებზე.

"დედა მოვ**ან თქვენი, მოუ**ნელი დედაკაცების ჯოგი [...] ეს არის მოუ**ნელი ქალების სინდრომი". - თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტში ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების კომენტარების საპასუხოდ.

კომენტარები