ალეკო ელისაშვილი

ელისაშვილი პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ: ყველა ქალი იყო, ტორტის მარწყვივით ვიჯექი

ჩემს ცხოვრებაში ლამის ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ყველა ქალი იყო, მათ შორის, პრეზიდენტი და კაცი მარტო მე ვიჯექი, ტორტის მარწყვივით [...] არჩევნებზეც ვისაუბრეთ, მაგრამ ისე არ ყოფილა - სალომე ზურაბიშვილმა გვითხრა, რომ აი, ახლა მე ვიქნები ცხრა ძმა ხერხეულიძის დედა, დროშით გაგიძღვებით და დანარჩენებმა ხმალი ალესეთო - ასეთი რაღაც არ ყოფილა. უბრალოდ, აზრები გავცვალეთ, წინ რა გველის, რამდენად რთული იქნება, რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ რაღაც ცვლილებები მოხდეს და ა.შ.

თქვა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა. დღეს, 4 აპრილს, ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილი ქალ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და ალეკო ელისაშვილს შეხვდა.

კომენტარები