ალეკო ელისაშვილი

ელისაშვილი: რამდენიმე პოლიციელი მირტყამდა გამეტებით, ნეკნი მაქვს მოტეხილი

კადრი ფორმულადან

"ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, ამ შეთრევის დროს წავიქეცი და დაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით". - ამბობს პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელიც გუშინ, 17 აპრილს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ დააკავა.

"უშუალოდ, ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, ამ შეთრევის დროს წავიქეცი და დაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით. შემდეგ ვიყავი რამდენიმე საათის განმავლობაში წერეთელზე შსს-ს დიდუბის განყოფილებაში, იქ ნორმალური, ადამიანური გარემო იყო. როცა მოვედი კლინიკაში შევემოწმე, რადგან ძალიან მტკიოდა და აღმოჩნდა რომ ნეკნი მაქვს მოტეხილი და ანჯელინა ჯოლის ტუჩიც მოვიპოვე, ბრძოლით". - თქვა ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ალეკო ელისაშვილის დაკავების შემდეგ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პოლიტიკოსი მასთან იყო და თავს ნორმალურად გრძნობდა.

კომენტარები