სლოვაკეთი

სლოვაკეთის პრეზიდენტი მმართველი კოალიციის კანდიდატი, პეტერ პელეგრინი გახდა

პეტერ პელეგრინი
REUTERS/Radovan Stoklasa

სლოვაკეთის პრეზიდენტი მმართველი მემარცხენე პოპულისტური კოალიციის კანდიდატი, პეტერ პელეგრინი გახდა. ის ლიბერალ პრეზიდენტს, ზაზუნა ჩაპუტოვას ჩაანაცვლებს.

საპრეზიდენტო არჩევნებში პელეგრინიმ ხმების 53.26% მოიპოვა და პროდასავლური კანდიდატი, ივან კორჩოკი დაამარცხა, რომელმაც ხმების 46.73% მიიღო.

პელეგრინის თქმით, ამჟამინდელი მთავრობის მიზნებსა და ამოცანებს მხარს სრულად დაუჭერს.

"ყველაფერს ვიზამ, რომ სლოვაკეთი არა ომის, არამედ მშვიდობის მხარეს სამუდამოდ დარჩეს". - თქვა პელეგრინიმ.

კორჩოკმა პელეგრინის გამარჯვება აღიარა და მას მიულოცა. თუმცა აღნიშნა, რომ გამარჯვებული კანდიდატი თავის მეტოქეს უკრაინის მხარდაჭერის გამო აკრიტიკებდა და უსაფუძვლოდ ადანაშაულებდა, რომ სლოვაკ ჯარისკაცებს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართავდა.

"კამპანიის მოგება შეიძლება, თუ მეტოქეს ომის კანდიდატად წარმოაჩენ. ამას არ დავივიწყებ. გადამწყვეტი ფაქტორი მაღალი ჩართულობა იყო, ამას პატივს ვცემ, მაგრამ შიში იყო ის, რამაც გადაწყვიტა... შიში და სიძულვილი". - თქვა კორჩოკმა. 

სლოვაკეთის პრეზიდენტს შეზღუდული აღმასრულებელი ძალაუფლება აქვს, თუმცა ვეტოს გამოყენების უფლებას ფლობს და კანონების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება შეუძლია. პრეზიდენტს ასევე საკონსტიტუციო მოსამართლეებს წარადგენს, რაც მოქმედი პრემიერის, რობერტ ფიცოს რეფორმებზე დავის ფარგლებში მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება გახდეს.

პელეგრინი, რომელიც ამჟამად პარლამენტის სპიკერი იყო, ფიცოს ხანგრძლივი მოკავშირეა.

2018 წელს საგამოძიებო ჟურნალისტის მკვლელობის შემდეგ დაწყებულ ანტიკორუფციულ გამოსვლების ფონზე ფიცოს პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადადგომა მოუწია, რის შემდეგაც პრემიერი პელეგრინი გახდა.

მოგვიანებით პელეგრინი ფიცოს პარტიას Smer - SD-ს გამოეყო და ცენტრისტული მემარცხენე პარტია HLAS ჩამოაყალიბა.

სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში ფიცოს Smer - SD-მ გამარჯვების შემდეგ, Hlas-მა მასთან და ნაციონალისტურ SNS-თან ერთად კოალიცია შექმნა. 

კომენტარები