ლაზარე გრიგორიადისის საქმე

კიდევ უნდა დავიჭიროთ, გარეთ არ უნდა გამოვიდეს – რამიშვილი გრიგორიადისზე გადაცემამდე

POS TV-ს ეთერში "დიდი გადაცემის" დაწყებამდე წამყვანის, შალვა რამიშვილისა და მიწვეული სტუმრის, გოგა ხაინდრავას დიალოგი გაიპარა, რომელშიც პრეზიდენტს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გამო აკრიტიკებდნენ და ლაზარეს მეორედ დაჭერას განიხილავდნენ.

"კიდევ უნდა დავიჭიროთ, რა, ეგ ტიპი არ უნდა გამოვიდეს გარეთ, რაღაცა უნდა ვქნათ, პრინციპზე თუ არის, რა". - თქვა რამიშვილმა გაპარულ საუბარში.

საპასუხოდ, ხაინდრავამ თქვა, რომ "მეორედ ვერაფერს იზამდნენ". 

"ნუ, როგორ ახლა, მეორედ ხომ ვერ დაიჭერ?" - თქვა ხაინდრავამ. 

კომენტარები