ირანი-ისრაელი

ირანმა ჰორმუზის სრუტეში ისრაელთან დაკავშირებული გემი ხელში ჩაიგდო

WEST ASIA NEWS AGENCY)/HANDOUT VIA REUTER

ირანმა ჰორმუზის სრუტეში ისრაელთან დაკავშირებული პორტუგალიური გემი ხელში ჩაიგდო. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა თქვა, რომ ირანი საერთაშორისო მეკობრეობის ბრალდებით უნდა გასამართლდეს

გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიური გემი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ძალებმა ჩაიგდეს ხელში. როგორც ცნობილია, ჰორმუზის სრუტეში არა სამხედრო, არამედ გადამზიდი ხომალდი შეიპყრეს. 

"აიათოლა ხამენეის რეჟიმი კრიმინალური რეჟიმია, რომელიც ჰამასს უჭერს მხარს და ახლა მეკობრულ დანაშაულებს სჩადის და არღვევს საერთაშორისო სამართალს. მოვუწოდებ ევროკავშირს და თავისუფალ სამყაროს IRGC-ი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადონ და ირანს სანქციები დაუწესონ" - თქვა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა. 

კომენტარები