შალვა პაპუაშვილი

პაპუაშვილი ონლაინმედიებზე: არ უნდა ისარგებლო ბოროტად აკრედიტაციით, პროტესტისთვის

პარლამენტის შენობაში მედიის ყოფნის და აქ მუშაობის მიზანი არის გაშუქება პარლამენტის საქმიანობის ანუ ჟურნალისტური საქმიანობა, იმისთვის რომ საზოგადოებამ გაიგოს რა პროცესებია პარლამენტში, რა განიხილება, როგორ განიხილება და ა.შ. სწორედ ამისთვის არსებობს აკრედიტაცია. 340 ჟურნალისტი არის აკრედიტებული საქართველოს პარლამენტში, აქედან 290 არის 17 ტელევიზიის წარმომადგენელი, შესაბამისად, ამ რეგულაციით, რომელიც არსებობს დღესაც, 290 ჟურნალისტს შეუძლია თავისუფლად შემოვიდეს საქართველოს პარლამენტის შენობაში.

რაც შეეხება ონლაინმედიებეს, ბიუროს სხდომაზე ვნახეთ, რომ ონლაინგამოცემა პუბლიკის ჟურნალისტი შემოვიდა იმისთვის, რომ პროტესტი გამოეხატა - გაშალა პლაკატი. გუშინაც ვნახეთ, რომ ზუსტად ეს ადამიანები, ამ მედიის წარმომადგენლების მიზანი იყო პროტესტის გამოხატვა, გამზადებული ჰქონდათ პლაკატები, წინ იდგნენ და გამოხატავდნენ პროტესტს. ამიტომ, მათი მიზანი პარლამენტში შემოსვლის იყო არა ჟურნალისტური საქმიანობა, არამედ პროტესტის გამოხატვა, რაც გასაგებია, მაგრამ ეს არ არის ჟურნალისტური საქმიანობა. ამიტომ, არ უნდა ისარგებლო ბოროტად ჟურნალისტური აკრედიტაციით, შეხვიდე დაწესებულებაში ვითომდა ჟურნალისტური საქმიანობისთვის და სინამდვილეში შეხვიდე შენი პროფესიული, მოქალაქეობრივი თუ როგორიც გინდა პოზიციის დასაფიქსირებლად.

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

რუსული კანონის განხილვისას პარლამენტში დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები და ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული ჟურნალისტები.

კომენტარები