რუსული კანონი

მათიკაშვილი ელისაშვილზე: ჭავჭავაძის სურათმა ბერბიჭაშვილის საქციელის ინსპირაცია გამოიწვია

მე-8 წელია, პარლამენტის წევრი ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არავის უნახავს და ახსოვს, რომ ვინმე ასე ლაჩრულად, მზაკვრულად, არაკაცურად, ქათმურად მიპარვოდეს გამომსვლელს და მისთვის დაერტყა. მთელი დღე ალეკო ელისაშვილი ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში იჯდა და მის სურათს უყურებდა - ხმა არ ამოუღია და მასში ამ ფაქტმა ბერბიჭაშვილის საქციელის ინსპირაცია გამოიწვია. ასეთი არაკაცური, ლაჩრული საქციელი სადმე გინახავთ? მე არ მინახავს და არ მახსოვს.

ამ ლაჩრობამ და არაკაცობამ სათანადო პასუხი მიიღო და ყველა რადიკალი ფრთხილად იყოს. როგორც ეტყობათ, რადიკალები სიტუაციის გამწვავებასა და არევას აპირებენ. ელისაშვილის საქციელი ყველასთვის გაფრთხილება და მაგალითი იყოს. ერთ მუშტს მოიქნევთ? ათი მოგხვდებათ. ეს კარგად გაითვალისწინეთ და გაიგეთ. 

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა. 15 აპრილს, რუსული კანონის განხილვისას ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ჩაარტყა.

კომენტარები