2024 წლის პარიზის ოლიმპიადა

მაკრონი: უსაფრთხოების რისკების გამო შესაძლოა ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის ადგილი შეიცვალოს

 Ludovic Marin via AFP/Getty Images

საფრანგეთის  პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, უსაფრთხოების რისკების გამო შესაძლოა 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის ლოკაცია შეიცვალოს.

მიმდინარე გეგმის მიხედვით, პარიზის ოლიმპიადის გახნის ცერემონია მდინარე სენაზე უნდა ჩატარდეს. გეგმის მიხედვით, 10 000-ზე მეტმა ათლეტმა მდინარე სენაზე 160 ბარჯით უნდა ჩაიარონ. ორგანიზატორების მიხედვით, ამ გეგმის შემთხვევაში მდინარის სანაპიროებიდან 600 000 მაყურებელს ღონისძიების ხილვა შეეძლება, თუმცა როგორც ცნობილია, უსაფრთხოების რისკების გამო ეს რიცხი 300 000-მდე შემცირდა. გავრცელებული ინფორმაციით, გახნის ცერემონიაზე დასწრება ტურისტებს არ შეეძლებათ და სპეციალურ ადგილებზე მოხვედრა მხოლოდ ბილეთების ან მოსაწვევების ქონის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

მაკრონის თქმით, შესაძლოა გახნის ცერემონია არა უშუალოდ მდინარეზე, არამედ ეიფელის კოშკთან მდებარე ტროკადეროს მოედანზე ან საფრანგეთის ეროვნულ სტადიონზე - სტად დე ფრანსზე ჩატარდეს. 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია პირველი სპორტული ღონისძიება უნდა ყოფილიყო, რომელიც სტად დე ფრანსზე არ ჩატარდებოდა. 

კომენტარები