რუსული კანონი

მილერი რუსულ კანონზე: ამ კანონთან დაკავშირებით ღრმად შეშფოთებულები ვრჩებით

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა პრესბრიფინგზე რუსულ კანონთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია კვლავ შეშფოთებული რჩება ამ კანონის მიმართ.

"პირველ რიგში, რაც შეეხება ამ კანონპროექტს [რუსულ კანონს], ეს ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, და წინა ჯერზე, როდესაც ეს კანონპროექტი წარადგინეს, ვნახეთ, რომ წინ რამდენიმე ნაბიჯით წაიწია, მაგრამ საბოლოო ჯამში არ მიიღეს კანონად. ამიტომ, არ მგონია, რომ იმ ეტაპზე ვართ, რომ წინასწარ რამის თქმა შეგვიძლია იმაზე, თუ რა მოხდება, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ [ბაიდენის ადმინისტრაცია] ღრმად შეშფოთებული ვრჩებით ამ კანონპროექტის მიმართ". - განაცხადა მეთიუ მილერმა.

5 აპრილს რუსულ კანონთან დაკავშირებით მილერმა თქვა, რომ ეს კანონი ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი.

ამასთანავე, დღევანდელ ბრიფინგზე მილერმა განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოში, და მსოფლიოში, დემონსტრანტების გამოხატვის თავისუფლებას.


15 აპრილს მოქალაქეები პარლამენტთან იურიდიული კომიტეტის პარალელურად შეიკრიბნენ, სადაც რუსული კანონი I მოსმენით მიიღეს. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს არ მისცეს უფლება პარლამენტის გარშემომსვლელობა მოეწყოთ, ასევე რუსთაველის გამზირზე მობილიზებული იყო წყლის ჭავლის მანქანა და სპეცრაზმი.

ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა. 

5 აპრილს რუსულ კანონს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი გამოეხმაურა და თქვა, რომ ის ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. ამავე დღეს, ევროპის 12 პარლამენტის საგარეო კომიტეტებმა ოცნებას მოუწოდეს, უარი თქვას რუსულ კანონზე.

განცხადება გამოაქვეყნა ევროპარლამენტართა ჯგუფმაც, სადაც წერია, რომ EU-ს კანდიდატის სტატუსი საქართველოს მიენიჭა იმ დათქმით, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ნაბიჯებს გადადგადმდნენ, ხოლო რუსული კანონი მათ ეწინააღმდეგება.

კომენტარები