რუსული კანონი

"აპრილის" ჟურნალისტს სპეცრაზმელებმა სცემეს და ჰომოფობიური ლექსიკით შეურაცხყოფა მიაყენეს

aprili.media

აპრილი მედიას ჟურნალისტს გიორგი ბასხაჯაურს სპეცრაზმმა სცემა. აპრილის ცნობით, მაშინ, როდესაც ჟურნალისტს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, სპეცრაზმელები ჰომოფობიური ნიშნით "პიდარასტს" ეძახდნენ

"მცემეს, პირადარასტს მეძახდნენ, გააჯვი აქედანო, წავიქეცი და ზემოდან მირტყამდა რამდენიმე რობოკოპი. წაქცეული რომ ვიყავი და მირტყამდნენ, ვეუბნებოდი, რომ ჟურნალისტი ვარ. პიდარასტს მეძახდნენ, მეუბნებოდნენ, რომ ჭკუას ვისწავლი და მერე გამომიშვეს." - თქვა გიორგი ბასხაჯაურმა. 

ჟურნალისტის ცნობით, სპეცრაზმის მიერ აქციის მონაწილეებზე ძალადობის დაწყებისას ადგილზე არანაირი დაძაბულობა ან დაპირისპირება არ იყო. 

კომენტარები