რუსული კანონი

პაპუაშვილი აქციაზე: ცდილობენ, საქართველოს პარლამენტს, ანუ ქართველ ხალხს ხელი გადაუგრიხონ

სინამდვილეში, დღეს ხელს საქართველოს პარლამენტს უგრეხენ. ცდილობენ, ხელი გადაუგხირონ საქართველოს პარლამენტს, ანუ ქართველ ხალხს. ეს კანონი სჭირდება ქართველ ხალხს და ეს არასამთავრობო სექტორი, რომელიც ასევე მონაწილეობს პოლიტიკის ფორმირებაში, რას მალავს ასეთს, რა აქვთ ასეთი დასამალი, რომ უღირთ, საკუთარი ქვეყნის პარლამენტს ხელები უგრიხონ და ძალადობაზე გადავიდნენ. 

ამბობს პარლამენტის თავჯდომარე, შალვა პაპუაშვილი. გუშინ, 16 აპრილს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა მოქალაქეების დარბევა და დაკავება მოულოდნელად, დაახლოებით 00:30 საათისთვის დაიწყეს. აქციის მონაწილეები პარლამენტის უკანა ტერიტორიაზე იყვნენ შეკრებილები.

კომენტარები