რუსული კანონი

ხაბეიშვილი: ბერა ივანიშვილს რომ დაეპოსტა, ხომ იდგებოდით ცალ ფეხზე – გაიწვევდით კანონს

ერთი რომ დაეპოსტა ბერა ივანიშვილს, ხომ დადგებოდით ცალ ფეხზე, ხომ გაიწვევდით კანონს. მთელმა საქართველომ დაპოსტა, ყველამ გამოთქვა საკუთარი აზრი - ილია თოფურიამ დაწერა, მეტი ვინ უნდა დაწეროს, ვისი აზრი გინდათ?! სპორტსმენები, საზოგადო მოღვაწეები, მსახიობები, კულტურის მოღვაწეები, ხალხი, ახალგაზრდები, ჩვენი ევროპელი კოლეგები… თუ მოიცა, სოზარ სუბარს რახან ესმის ეს არის კანონი?! თუ ხუნდაძემ რახან გაიგო?! ვისთვის არის ეს კანონი კარგი, რას ეუბნებით ამ ხალხს?! თქვე სამარცხვინოებო, მედვედევს რაც მოსწონს, როგორ მოგწონს ის კანონო?! 

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში რუსული კანონის განხილვის დროს.

კომენტარები