რუსული კანონი

კობახიძე: დღეს პრორუსული ძალები პრაქტიკულად გამქრალი არიან პოლიტიკური სივრციდან

რაც შეეხება პრორუსული ძალის გავლენებს საქართველოში, მინდა შეგახსენოთ, რომ 2012-2014 წლებში პრორუსული  პარტიები და კანდიდატები არჩევნებში იღებდნენ, დაახლოებით, 20%-ს. ეს ხდებოდა ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წლებში.

დღეს პრორუსული ძალები არიან პრაქტიკულად გამქრალი პოლიტიკური სივრციდან. ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც აქტიურობდა ბოლო პერიოდში, ეს გახლავთ ალტ-ინფო, მასაც აქვს ეგზისტენციური პრობლემები. 

შესაბამისად, ყველა ვხედავთ, რომ გასული წლების განმავლობაში ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ამ კონკრეტული მიმართულებით სახელმწიფო სუვერენიტეტის რისკები შემცირებულიყო მინიმუმამდე. უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონი ჩვენ დამატებით დახმარებას გავიწევს, ბუნებრივია, ამ მიმართულებითაც. 

ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე. რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონი I მოსმენით მიიღო. 

კომენტარები