რუსული კანონი

პრემიერი: NGO-ები თავს ესხმიან მართლმადიდებელ ეკლესიას, კანონი რომ ყოფილიყო ასე არ იქნებოდა

NGO-ები აქტიურად ცდილობენ თავს დაესხან მართლმადიდებელ ეკლესიას და შელახონ მისი რეპუტაცია, ამას ვხედავთ მთელი ამ წლების განმავლობაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ იქნებოდა ამ წლების განმავლობაში კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, მეტი პასუხისმგებლობა ექნებოდათ NGO-ებს საკუთარი დონორების შესახებ და ასეთ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააგდებდნენ ამ დონორ ორგანიზაციებს. როდესაც ხედავს ქართული საზოგადოება, რომ კონკრეტული დონორისგან დაფინანსებული NGO წლების მანძილზე თავს ესხმის მართლმადიდებელ ეკლესიას, რა წარმოდგენა უნდა შეექმნას საზოგადოებას დონორებთან დაკავშირებით?

თქვა საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ რუსულ კანონთან დაკავშირებით.

კომენტარები