რუსული კანონი

სახ.დეპი: მოვუწოდებთ მთავრობას, მოუსმინონ გაფრთხილებებს, კანონი არ შეესაბამება EU-ს ნორმებს

ვედანტ პატელი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსულ კანონთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილის, ვედანტ პატელის თქმით, აშშ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაითვალისწინონ გაფრთხილებები იმის შესახებ, რომ კანონპროექტი ევროკავშირის ნორმებს არ შეესაბამება.

"ჩვენ კვლავ ვართ ღრმად შეშფოთებულები, რომ ეს კანონპროექტი მოახდენს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებას, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებაზე. ის ასევე მოახდენს საქართველოში მოქმედი მედია ორგანიზაციებს სტიგმატიზებას, რომლებიც აწვდიან ინფორმაციას საზოგადოებას.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მოუსმინოს გაფრთხილებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს და ეს აუცილებლად იმოქმედებს უარყოფითად საქართველოს პროგრესზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან ჩვენი მძიმე შეშფოთების გაზიარებას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით".- თქვა ვედანტ პატელმა.

კომენტარები