რუსული კანონი

გვარამია: მოთხოვნა შეიცვალა და გახდა - არა რუსულ მთავრობას!

საქართველოს მიზანი და მიმართულება არ შეიცვლება, შეიცვლება კობახიძე და ივანიშვილი. რაც უფრო სწრაფად და უმტკივნეულოდ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, მით უკეთესი მათთვის და ქვეყნისთვისაც - თუ არა, მაშინ ქვეყანა მაინც გადარჩება; მათი პრობლემა, მათი ამოსახსნელი დარჩება.

თქვენ არ გინახავთ ხელისუფლებები წასული? თუ უკვე გადავეჩვიეთ საქართველოში ხელისუფლების წასვლას? ჩვენ არ გადავეჩვიეთ, გვახსოვს ნებაყოფლობით წასული ხელისუფლებაც - ბევრი არა, ერთი, მაგრამ მაინც გვახსოვს და ესენიც წავლენ! სხვანაირად არ გამოვა.

არა რუსულ მთავრობას! მას მერე რაც კანონი მიიღეს, მოთხოვნა შეიცვალა და გახდა - არა რუსულ მთავრობას!

თქვა ნიკა გვარამიამ კანცელარიის წინ მიმდინარე აქციაზე.

კომენტარები