ლაზარე გრიგორიადისის საქმე

ადვოკატი: წესით, ლაზარე ციხეს დღის ბოლომდე დატოვებს

ლაზარე გრიგორიადისი

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, თათია მანიჟაშვილის თქმით, ლაზარე ციხეს, სავარაუდოდ, დღეს, 18 აპრილს დატოვებს.

"როგორც ჩემთვის ცნობილია, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან პენიტენციურ დაწესებულებაში შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე იგზავნება, რის შემდეგაც ლაზარე ციხეს დატოვებს. წესით, დოკუმენტაცია დღის ბოლომდე გაგზავნილი უნდა იყოს.

დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, პროცედურული საკითხები იყო მოსაგვარებელი. კერძოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარება იყო დარჩენილი. ფაქტობრივად, დოკუმენტაცია უკვე მზადაა და პენიტენციურში გაიგზავნება". - თქვა ლაზარეს ადვოკატმა მთავარ არხთან სატელეფონო საუბარში.

11 აპრილს, 2023 წლის მარტის აქციების დროს დაკავებულ 22 წლის ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა. იმავე დღეს, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია პირველის ეთერში თქვა, რომ ლაზარეს შეწყალების გადაწყვეტილება დილის 10 საათზე მიიღო.

"მე ჩემი სინდისის წინაშე ჩავთვალე, რომ არ შეიძლება, ეს ახალგაზრდა 9 წლით დაისაჯოს". - განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები