პერსონალურად, ვაჟა სირაძე ძალიან აგრესიული იყო. ასევე, მის გარშემო, უახლოეს გარემოცვაში რამდენიმე პოლიციელი ვინც იყო, ისინიც. ყველაზე აგრესიულები კანცელარიასთან იყვნენ, მანქანაშიც როგორ ჩამტენეს, კადრებში კი ნახეთ. თუმცა, რომ მოვდიოდით, როგორც კი ეპიცენტრს გამომარიდეს, დაახლოებით 20 პოლიციელი მოვიდა და მითხრა, გენაცვალე მარჯვენაშიო. ოღონდ, ძალიან ჩუმად მეუბნებოდნენ, ისე, რომ ვერავის გაეგო.
tbl.ge/6rf8
დაკოპირდა
განაცხადა პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა. ელისაშვილის თქმით, ის 17 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დროს, რამდენიმე პოლიციელმა კანცელარიაში შეათრია და წაქცეულზე გამეტებით ურტყა. ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ მას ნეკნი აქვს მოტეხილი.
იქამდე, 15 აპრილს, პარლამენტში რუსული კანონის განხილვისას ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ჩაარტყა.
ამავე თემაზე
- რა ხდებოდა რუსთაველზე 1-ელი მაისის ღამეს?
- ANONYMOUS ქართულ ოცნებას: საქართველო არასდროს იქნება რუსეთი, გველოდეთ
- ო'ბრაიენი: მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა ქართველ დეპუტატებთან კრემლის ინსპირირებულ კანონზე
- ექიმი ხაბეიშვილზე: მას აქვს ცხვირის ძვლების მოტეხილობა, თვალის მთლიანობა დარღვეული არაა
- ვაშაძე ივანიშვილს: შენ ხარ ჩმორი, შენი მთელი სპეცრაზმი ჩმორები არიან