რუსული კანონი

გომელაური რუსულ კანონზე: ვეთანხმები და სწორია

მკითხეს, კანონს ეთანხმები თუ არაო. მე შინაგან საქმეთა მინისტრი და ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი ვარ და რა თქმა უნდა, ვეთანხმები. დიახ, ვეთანხმები და სწორია. ჩვენ, ყველა, მათ შორის, სამინისტროები თუ ვალდებული ვართ, რომ შემოწმდეს, ფულს რაში ვხარჯავთ, მათაც დაადეკლარირონ, რა პრობლემაა. ამ კანონს ჩემი ახსნა აღარ სჭირდება.

ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილის კითხვას, ეთანხმება თუ არა რუსულ კანონს. დღეს, 19 აპრილს გომელაურს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმინეს. 

კომენტარები