ახალი რუსული კანონი

მდინარაძე: ქართული იდენტობა არასოდეს მოკვდება, ვიდრე სამყარო იარსებებს

იმ დროს, როდესაც ჩვენ ვითხოვთ და უზრუნველვყოფთ გამჭვირვალობას, დემოკრატიულობას და იმას, რაზეც ჭეშმარიტი, ქრისტიანული ევროპა დგას, ვხედავთ, რომ ინფორმირებულობას, გამჭვირვალობას, თქვენს უფლებას, რომ ყველაფერი დეტალურად იცოდეთ, რუსულ საქმეს არქმევენ. ბუნებრივია, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ის, რაც ჩვენზე დიდი, ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვის შეიძლება, შეიძლება ჩვენთვისაც და ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ.

იმიტომ, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც თავისი ამაყი ხასიათი გააჩნია და რომელმაც ამ დღემდე ქართული ენა, ჩვენი ქვეყანა და სარწმუნოება მოიტანა - და სარწმუნოებამ მოიტანა ქართული იდენტობა, რომელიც არასოდეს მოკვდება, ვიდრე სამყარო იარსებებს და ჩვენ ამ რწმენითა და დამოკიდებულებით გავაგრძელებთ კანონების წერასაც და მიღებასაც. დარწმუნებული ვარ, თქვენი მხარდაჭერა ამაში გადამწყვეტი იქნება. 

თქვა უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ქუთაისში, სადაც ქართულმა ოცნებამ  "ლგბტ პროპაგანდის" საწინააღმდეგო კანონპროექტის სახალხო განხილვა დაიწყო. 

კომენტარები