დემურ სტურუას საქმე

დემურ სტურუას ბოლო სიტყვების სტენსილი - ნარკოპოლიტიკის გასაპროტესტებლად

sadarismelia/Fb.com

თვითმკვლელობამდე დატოვებულ წერილში, სადაც 22 წლის ახალგაზრდა პოლიციელის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს, დემურ სტურუა დედას მიმართავს - "დედა, დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა". სწორედ ამ ფრაზით გააკეთეს სტენსილი ქუთაისში არტისტებმა მარიამ ნატროშვილმა და დეთუ ჯინჭარაძემ არსებული ნარკოპოლიტიკის გასაპროტესტებლად.

"დემურ სტურუას ტრაგედია უკანასკნელი წვეთი უნდა იყოს მახინჯი ნარკოპოლიტიკის და ძალადობის გამო დაღუპული ადამიანების ოკეანეში. ეს წინადადება ყველა კედელზე, ყველა ქალაქში უნდა დავწეროთ - რომ არ დაგვავიწყდეს, რომ მეტი აღარ დავუშვათ, რომ შევცვალოთ", - ნათქვამია სტენსილის ავტორების მიმართვაში.

კომენტარები