"წმინდა გიორგის რაინდები" საპატრიარქოს ორგანიზებულ "ოჯახის სიწმინდის დღის" მსვლელობაზე

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

"ოჯახის სიწმინდის დღის" აღსანიშნავად საპატრიარქოს ორგანიზებული მსვლელობა დაიწყო. მსვლელობა სამების ეზოში კონცერტით დასრულდება, მას შემდეგ, რაც პატრიარქი პარაკლისს გადაიხდის. საპატრიარქო აცხადებს, რომ "ეკლესია ემიჯნება ნებისმიერ ძალადობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი".

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. თუმცა, 2014 წელს, საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ის ოჯახის სიწმინდის დღედ დააწესა - ერთი წლის შემდეგ იმ დღიდან, როდესაც სასულიერო პირებმა და მათმა მრევლმა ლგბტ აქტივისტების მცირე ჯგუფზე იძალადა და მათი მცირერიცხოვანი აქცია ძალადობრივად დაშალა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები