ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ბარამიძე უმრავლესობას: თუ ადრე რამე არ მოგწონდათ, იმაზე უარესს ნუ გაიმეორებთ

pirveliradio.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტისგან რეზოლუციის მიღებას ითხოვს. საკითხი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გიორგი ბარამიძემ დააყენა. მისი შეფასებით, ქვეყანაში ადგილი აქვს შერჩევით და პოლიტიკურად მოტივირებულ სამართალს, რაც ვითარების ესკალაციას ახდენს. ბარამიძის განცხადებით, ქუთაისში გამართული აქციისას, დეპუტატ დავით ლორთქიფანიძესთან მომხდარი შეხლა-შემოხლის გამო, აქციის სამი მონაწილე სისხლის სამართლის წესით დააკავეს და პატიმრობა შეუფარდეს, მაშინ როცა, მსგავსი რეაგირება არ მოჰყოლია ოპოზიციონერ დეპუტატებზე - გიორგი ღვიანიაშვილზე, ჩიორა თაქთაქიშვილზე, ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმას. 

"თუ ადრე რამე არ მოგწონდათ, იმაზე უარესს თქვენ ნუ გაიმეორებთ. ივანიშვილის მმართველობა ქვეყნას ძვირი უჯდება. მივდივართ სამოქალაქო კონფრონტაციისკენ", - განაცხადა ბარამიძემ.

კომენტარები