აფეთქებები ანკარაში

ანკარაში მიმდინარე აქციაზე ორი აფეთქება მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

ibtimes.com

რამდენიმე წუთის წინ თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მიმდინარე მშვიდობიან აქციაზე ორი აფეთქება მოხდა, რამაც, გავრცელებული ინფორმაციით, მრავალი მსხვერპლი გამოიწვია. BBC თურქულ საინფორმაციო სააგენტოებზე დაყრდნობით წერს, რომ დაღუპულია მინიმუმ 20 ადამიანი. ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

აფეთქებები ანკარაში მატარებლის სადგურთან ახლოს მოხდა.

მშვიდობიან მარშზე სამხრეთ თურქეთში სახელმწიფოსა და ქურთ მებრძოლებს შორის კონფლიქტს აპროტესტებდნენ.

კომენტარები