აფეთქებები ანკარაში

ანკარაში მომხდარი ორი აფეთქების დროს, სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა

DOKUZ8HABER

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მშვიდობიან აქციაზე მომხდარი ორი აფეთქების დროს, სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა, 126 კი, დაშავდა. BBC-ს ცნობით, ამ ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. თურქეთის მთავრობამ აფეთქებებს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.

აფეთქებები ანკარაში, მატარებლის ცენტრალურ სადგურთან ახლოს მოხდა. მშვიდობიან მარშზე სამხრეთ თურქეთში სახელმწიფოსა და ქურთ მებრძოლებს შორის კონფლიქტს აპროტესტებდნენ.

კომენტარები