ახლო აღმოსავლეთი

პუტინი: რუსეთის მიზანი სირიის ლეგიტიმური ხელისუფლების სტაბილურობაა

forbes.com

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციებთან დაკავშირებით ამბობს, რომ რუსეთის მიზანი სირიის „ლეგიტიმური ხელისუფლების სტაბილურობაა".

"ჩვენი ამოცანაა სირიაში პოლიტიკური კომპრომისისათვის აუცილებელი პირობების შექმნა. რა თქმა უნდა, სამხედრო ძალის გამოყენებით", - თქვა პუტინმა.

ლუქსემბურგის შეხვედრაზე ევროკავშირის მინისტრებმა განაცხადეს, რომ საჰაერო დარტყმების სამიზნე მხოლოდ „ისლამური სახელმწიფო" უნდა იყოს. აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობების თქმით, რუსეთი უფრო მეტად სირიელი მეამბოხეების წინააღმდეგ მოქმედებს, ვიდრე ჯიჰადისტების.

კომენტარები