მამა გაბრიელის საფლავი

მამა გაბრიელის საფლავის მოწყობისთვის მთავრობამ 65 000 ლარი გამოყო

ფინანსთა სამინისტრომ სამთავროს მონასტერში მამა გაბრიელის საფლავის მოწყობისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 65 000 ლარი გამოყო. 

"სამთავროს მონასტერში, ღირსი მამა გაბრიელის, აღმსარებლის და სალოსის წმინდა ცხედრის საბოლოო განსასვენებლის მოწყობასთან დაკავშირებული ხარჯების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, სსიპ -საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გამოუყოს 65 000 (სამოცდახუთი ათასი) ლარი" - ნათქვამია პრემიერმინისტრის განკარგულებაში

კომენტარები